ლუდზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართება
12 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ლუდზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით ანალიტიკოსებისა და ეკონომიკის ექსპერტების, ხელისუფლებისა და ლუდის ინდუსტრიის მონაწილეობით შეხვედრა და დისკუსიაგაიმართება.
შეხვედრაზე განიხილება ის უარყოფითი მხარეები, რაც შესაძლოა მოყვეს ლუდზე აქციზის გაძვირებას. დასასრულს გაიმართება დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ემზარჯგერენაია, რამაზგერლიანი, ვაჟაბერიძე, რომანგოცირიძე, მიხეილდუნდუა, თამაზაქუბარდია, სოსოარჩვაძე, ლევანალაფიშვილი, ვანოჩხაიძე, ლიაელიავა, ნუცათოხაძე, დემურგიორხელიძე, იაკობმესხია, არჩილკაიკაციშვილი, მარიამსპარსიაშვილი, ქეთიკრიალაშვილი, ირაკლიდანელია და სხვები.ექსპერტების გარდა დისკუსიაში მონაწილეობისთვის მოწვეულნი არიან ფინანსთა სამინისტროსა და ლუდის ინდუსტრიის წარმომადგენლებიც.
შეხვედრის ფარგლებში „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“(„სიპი“) ანალიტიკოსები ირაკლი ლექვინაძე და ლევან კალანდაძე ლუდზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით ჩატარებული ანალიტიკური კვლევის შედეგებზეც ისაუბრებენ. ანალიტიკური კვლევის მიზანს ლუდის მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებზე აქციზური გადასახადის გაზრდის ეფექტის, მომხმარებლის ქცევისა და საქართველოში ლუდის ბიზნესის განვითარების შეფასება წარმოადგენდა. მნიშვნელოვანია, რომ კვლევა, რომელიც მომზადებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სიპის“ მიერ, არ წარმოადგენს სექტორში მოღვაწე რომელიმე კონკრეტული კომპანიის ინტერესებს.აღნიშნული კვლევა საქართველოს უალკოჰოლო სასმელები ასოციაციის (უსა) შეკვეთით მომზადდა.
შეგახსენებთ, რომ ფინანასთან სამინისტრომ ლუდის მწარმოებელ კომპანიებთან კონსულტაციები 2014 წლის ნოემბერში დაიწყო, მას შემდეგ რაც უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება აქციზის გაზრდის თაობაზე. თუმცა კონსულტაციების შედეგად გადაწყდა აქციზის 50%-ით გაზრდა, ნაცვლად თავდაპირველად დაგეგმილი 100%-სა.
„საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა“ (შემდგომში „სიპი“) წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის think-tank ორგანიზაციას, რომლის მიზანია საქართველოში დაგეგმილი და განხორციელების პროცესში მყოფი ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების შესწავლა, მათი განხორციელებისა და ფუნქციონირების ეკონომიკური მიზანშეწონილობის საკითხების კვლევა და ანალიზი, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის კვლევა და ანალიზი. 2014 წელს „სიპი’’–ს მიერ სხვადასხვა ორგანიზაციების დაკვეთით 1000-მდე კვლევა მომზადდა.
კომენტარი