სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მკვლელობა რუსთავში - ახალგაზრდა კაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

რუსთავში მომხდარი მკვლელობა - ირკვევა, რომ ახალგაზრდა კაცმა ცოლს და სიდედრს ჩასაფრება მაშინ მოუწყო, როდესაც ქალი დედასთან ერთად მცირეწლოვან შვილს ეტლით ასეირნებდა.

კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რაც ორივე ქალისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.

სროლის დროს ჩვილი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა.

მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა. ფაქტს "პირველებს" შსს-ში უდასტურებენ.

გამოძიება მომხდარზე 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

გარდაცვლილების ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100