ნაცმოძრაობამ საპროტესტო აქცია დაანონსა
ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა დღეს პარტიის სახელით სპეციალური განცხადება გააკეთა. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ექსპრემიერმა 19 აპრილს საპროტესტო აქცია დაანონსა.
ვანო მერაბიშვილი: დღეს საქართველო არჩევანის წინაშე დგას. მინდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლების ბუნდოვანი და არამკაფიო პოზიცია საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, გვაძლევს საფუძველს, იმისათვის, რომ ქართველი ხალხი შევიკრიბოთ და მთავრობას ვუთხრათ, რომ ჩვენი მომავალი ევროპისკენ მიმავალი გზაა და არა რუსეთში დაბრუნება.
სწორედ ამიტომ 19 აპრილს, 4 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ძველი პარლამენტის წინ, დასავლური კურსის მხარდასაჭერად გავმართავთ აქციას. მე მინდა მოვიწვიო ყველა პატრიოტი რათა ხელისუფლებამ დაინახოს, რომ ბევრი ჩვენი ქვეყნის მომავალზე ბევრს შეგვტკივა გული და საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ, რომ საქართველო იყოს მონობაში.
მე და ჩემი თანაპარტიელები რეგიონებში ჩასვლას, ხალხთან შეხვედრებს და მათ მოწვევას ვიწყებთ, რათა ხელისუფლებას დავანახოთ, რომ ქართველი ხალხის ნება არის ურყევი და ჩვენი სურვილია ევროპაში ინტეგრაცია და არა რუსეთი.
კომენტარი