თანამედროვე იგავი მამასა და ქალიშვილზე
როდესაც მათ იქორწინეს, ეს დათქვეს პირველივე დღეს.
ახლად დაქორწინებულმა ცოლმა და ქმარმა გადაწყვიტა, რომ არავისთვის კარი არ გაეღოთ, ვინც მათთან მოვიდოდა სახლში.
პირველივე დღესვე ახალ წყვილთან მოსანახულებლად ბიჭის მშობლები მივიდნენ. როდესაც მშობლები კარის გაღებას ელოდებოდნენ, წყვილი კარებთან იდგა. ერთმანეთს გადახედეს, ქმარს ძალიან უნდოდა გაეღო კარი, მაგრამ როგორც დათქმული ჰქონდათ, სიტყვა არ გატეხეს, ისე მოიქცნენ და კარი არ გააღეს. მშობლები წავიდნენ.
ცოტა ხნის შემდეგ იმავე დღეს, წყვილის მოსანახულებლად გოგონას მშობლები მოვიდნენ. წყვილი ისევ კართან იდგა, გადახედეს ერთმანეთს, ფიქრობდნენ. ამ დროს გოგონას ხმამაღალი ტირილი წასცდა „მე არ შემიძლია ეს გავუკეთო ჩემს მშობლებს“ და კარი გააღო. ქმარმა არაფერი არ თქვა.
გავიდა წლები, მათ 4 ვაჟიშვილი ეყოლათ და ბოლოს მეხუთე გოგონა შეეძინათ. დაბადების დღეს მამამ ძალიან დიდი წვეულება მოაწყო და შეეცადა ყველა დაეპატიჟებინათ მათი სანაცნობოდან. ღონისძიებამ მართლაც შთამბეჭდავად ჩაიარა და ნამდვილი დღესასწაული მოაწყო. როდესაც დღე დამთავრდა, საღამო ჟამს, მეუღლემ ჰკითხა ქმარს თუ რა იყო მიზეზი ასეთი გრანდიოზული წვეულებისა, რომ ამდენი ცნობილი პიროვნება დაპატიჟა, ყველა ნათესავს გააგებინა, არავინ არ გამორჩენია, რატომ ადრე ასე არ მოქცეულა არცერთ შვილზე. მეუღლემ ძალიან მარტივად უპასიხა: ,,ის ერთადერთია, რომელიც, როცა დავაკაკუნებ, კარს გამიღებს".
კომენტარი