ავარიას ვარკეთილში 29 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
ვარკეთილში მომხდარ ავარიას 29 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი კი მძიმე მდგომარეობაშია.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულიც 29 წლის მამაკაცია და ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გარდაცვლილი და დაშავებული ერთმანეთის ბიძაშვილები არიან.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარი