სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს–მ დაკავებულ ფოტოგრაფებთან დაკავშირებით პირველი განცხადება გაავრცელა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძეს და გია აბდალაძეს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა, შსს–მ კი დაკავებულებთან დაკავშირებით პირველი ოფიციალური განცხადება და მტკიცებულებები გაავრცელა.

როგორც ირკვევა, დაკავებული ზურაბ ქურციკიძე ეჭვმიტანილია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ თანამშრომლობაში.

ზურაბ ქურციკიძეს ასევე ბრალად ედება ჯაშუშობისთვის ძებნილ ა. სინიცინთან და ს. ოკროკოვთან, ასევე რუსეთის სხვა მოქალაქეებთან ურთიერთობა, რომლებსაც საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა.

გამოძიებით გაირკვა, რომ მატერიალური ანაზღაურების საფასურად, ირაკლი გედენიძემ და გია აბდალაძემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში შეძლეს საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების ფოტოგადაღება და მათი მიწოდება ზურაბ ქურციკიძისთვის, რომელიც ფოტოებსა და ინფორმაციას მოსკოვში აგზავნიდა.

ირაკლი გედენიძისა და გია აბდალაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს მათ კომპიუტერებში აღმოჩნდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ნაწილის სქემატური ნახაზის ფოტოსურათები, ასევე დეტალური ინფორმაცია პრეზიდენტის გადაადგილების, შეხვედრების შესახებ და სხვა საიდუმლო ინფორმაცია.

შსს–მ ფარული სატელეფონო ჩანაწერების ფრაგმენტებიც გაავრცელა, სადაც ზურაბ ქურციკიძე ირაკლი გედენიძესა და გია აბდალაძეს ესაუბრება და პირადი ანგარიშის გარდა, ცალკე ანგარიშის გახსნას სთხოვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100