სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი კინემატოგრაფისტები ანსის საერთაშორისო კინოფესტივალზე

13-18 ივნისს საფრანგეთში ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 56-ედ გაიმართება, სადაც ქართველი კინემატოგრაფისტები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას.

მამუკა ტყეშელაშვილის ანიმაციური ფილმი "მზის ჩასვლა" კინოფესტივალმა არასაკონკურსო ჩვენებისთვის შეარჩია.ფილმს ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამაში აჩვენებენ.

ცნობილია იმ 2 ქართველი ანიმატორის ვინაობაც, ვინც საკუთარ პროექტებს ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის ბაზრობაზე წარადგენს.

საუკეთესოდ კინოფესტივალის წარმომადგენლებმა ტატო კოტეტიშვილის "ძაღლი დღეები" (Dog Days) და სანდრო ქათამაშვილის "ყვავი" (Crow) შეარჩიეს.გამარჯვებულების შერჩევა პროექტის განვითარების კონკურსის შედეგად მოხდა, რომელიც ეროვნულმა კინოცენტრმა წელს უკვე მეორედ ანსის და ნიქოზის საერთაშორისო კინოფესტივალებთან ერთად გამოაცხადა.

ანსის კინოფესტივალს დაესწრება ამავე კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული ანა ჩუბინიძე. იგი პროექტით "ჯიბის კაცი" პროგრამაში Artist-in-Residence 2016 მიიღებს მონაწილეობას.ანამ შარშან ანსიში ფრანგული ანიმაციური სტუდია "ფოლიმაჟი" დააინტერესა და ახლა ანიმაციურ ფილმზე ფრანგ და ქართველ კოლეგებთან ერთად მუშაობს. "ჯიბის კაცი" პირველი ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია იქნება. (ქართულ მხარეს წარმოადგენს სტუდია კვალი XXI , ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.)

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს კინოფესტივალის ჟიურიში რეჟისორი ნანა ჯანელიძეა მიწვეული, რომელიც საფრანგეთში უკვე გაემგზავრა.
მსოფლიოს გამორჩეული ანიმაციური ფესტივალების ორგანიზატორების შეკრებაზე "Meet Festival Programers", წელს უკვე მეორედ, მარიამ კანდელაკი წარადგენს ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს. ნიქოზის ფესტივალი 1-7 სექტემბერს ჩატარდება, სადაც ანსის კინოფესტივალის წამომადგენლები თავად წარუდგენენ ქართველ მაყურებელს ანსიში გამარჯვებულ ფილმებს.

ანსის კინოფესტივალი ანიმაციური ფილმების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც 1960 წელს დაარსდა და ამ პერიოდიდან მოყოლებული საფრანგეთის ქალაქ ანსიში ტარდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100