სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინანიებ - ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

"ვინანიებ, აღარაფერი მაქვს სათქმელი"- ამის შესახებ 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა სასამართლო პროცესზე განცხადა, სადაც დასკვნითი სიტყვით ისარგებლა.

ახალგაზრდა ქალის განსაკუთრებული სისტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დამნაშავედ ცნო. ცინდელიანს სასჯელის სახით უვადო პატიმრობა მიესაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ ცინდელიანი დამნაშავედ ცნო გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში.

ცნობისთვის, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. უმძიმესი დანაშაულისთვის პოლიციამ ოთარ ცინდელიანი დააკავა, რომელიც მოკლულის ნათლიის შვილია.

ქეთი ჯავახიშვილს 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100