ღარიბაშვილი უმრავლესობას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციების ხელმძღვანელებთან და მთავრობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ინფორმაცია მიაწოდეს საშემოდგომო სესიაზე განსახილველ კანონპროექტებთან დაკავშირებით.
საკანონმდებლო ორგანოს საშემოდგომო სესია ხვალ იხსნება.
კომენტარი