სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიგი გადააყენეს, ვანო ზის, ბაჩოც ზის, კეზერა საფრანგეთშია, დათა გაქცეულია, ადეიშვილი მიმალულია, თოფურიძე ათონის მთაზე მარხულობს ბერებთან...

"რესპუბლიკური პარტიის" ერთერთი ლიდერი, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზურაბიშვილი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს რომხალხი აღშფოთებულია ყოფილი ხელისუფლების მიმართ ამჟამინდელი ხელისუფლების ლოიალობით. "

გიგი გადააყენეს, ვანო ზის, ბაჩოც ზის, კეზერა საფრანგეთშია, მაგრამ აგრეთვე ზის, დათა გაქცეულია, ადეიშვილი მიმალულია, თოფურიძე ათონის მთაზე მარხულობს ბერებთან, ბოკერია დაუშვებლად მიიჩნევს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნას, მიშა კი ამერიკელებს ასწავლის დემოკრატიას; ერთი ბარამიძე ლაპარაკობს რაღაცებს და იმასაც მკლავჭიდელები და მოჭიდავეები დასდევენ, ნუ ბლატაობ შე ჩმოროო... ხალხი კი აღშფოთებულია ამჟამინდელი ხელისუფლების ლოიალობით ყოფილი ხელისუფლების მიმართ და კატეგორიულად მოითხოვს გალაღებული და გაგულავებული "ნაციონალების" დაუნდობელ მიჯირყვნას. არა, ასე რომ არ იყოს, კიდევ ჰო, მაგრამ ასე რომ არის?", - წერს ზურაბიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100