სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალციხის სამშობიაროში 22 წლის ქალი გარდაიცვალა

ახალციხეში, კლინიკა „იმედში“, 22 წლის ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ქალმა 28 მარტს იმშობიარა. დღეს დილით კი ის გარდაცვლილი საავადმყოფოს სააბაზანოში იპოვეს. ოჯახის ახლობლები მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას კლინიკის ხელმძღვანელობას აკისრებენ, ექიმები კი აცხადებენ, რომ ქალის გარდაცვალების მიზეზად თრომბი გახდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100