სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი კოლეგებსაც გაუნაწილეთ საქმეები და შეთანხმებულად იმოქმედეთ. არ აჰყვეთ პროვოკაციას, მოერიდეთ კამათს; განსაკუთრებით საყვარელ ადამიანთან. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
კურო
უამრავი ვალდებულება გექნებათ შესასრულებელი. მნიშვნელოვანი საქმეები დამოუკიდებლად უნდა მოაგვაროთ, სხვისი დახმარების გარეშე. ნუ იკამათებთ კოლეგებთან.

ტყუპი
ჰობის ან შემოქმედებითი იდეების გამო შეიძლება ვერ გამონახოთ დრო საყვარელი ადამიანისთვის. შეიძლება არ მოგინდეთ სხვისი გაკვალული ბილიკებით სიარული და ახალ, თქვენეულ გზას მიაგნოთ.

კირჩხიბი
თუ გაქვთ მიზანი და საქმე, უკან არ დაიხიოთ, ყველაფერი გააკეთეთ, რომ მიზანს მიაღწიოთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევაზე დროის დაკარგვას, აგრეთვე, შეამცირეთ კონტაქტები უცხოებთან. თუ ეჭვიანი და ფეთქებადი ხართ, აკონტროლეთ საკუთარი თავი.

ლომი
დღეს ბედის ნებიერა ხართ. მარტივად მოაგვარებთ რთულ საქმეებს. პარტნიორებს ადვილად დაიყოლიებთ თქვენს წესებზე. დღის განმავლობაში მოსალოდნელია მიმოსვლები და მოლაპარაკებები. ჯანსაღი კონკურენცია უფრო გაგააქტიურებთ.

ქალწული
თუ ხვდებით, რომ გარშემო მყოფები მინიშნებებს ვერ გებულობენ, პირდაპირ უთხარით სათქმელი. თქვენი მიზანი ფინანსური კეთილდღეობაა. სანამ სარისკო ოპერაციის (ფინანსურიც) შესრულებაზე დათანხმდებით, დაფიქრდით, რამდენად უსაფრთხოა ის თქვენთვის.

სასწორი
დაძაბულობა მოიმატებს და სურვილი გაგიჩნდებათ, მოწინააღმდეგეს მუშტებით გაუსწორდეთ. მოერიდეთ პროვოკაციებს, დაპირისპირებას გავლენიან ადამიანებთან.

ნუ გააფორმებთ საქმიან და სასიყვარულო ხელშეკრულებებს.

მორიელი
სანამ სხვებს ეხმარებით, საკუთარ თავს ნუ დაივიწყებთ. მოსალოდნელია კამათი და ტრავმები. ზოგიერთ მორიელს ოპერატიული რეაქცია უნდა ჰქონდეს მომხდარზე. ნუ შეუშინდებით რუტინულ სამუშაოს, აიღეთ ინიციატივა საკუთარ თავზე.

მშვილდოსანი
ნუ ეძებთ პრობლემებს იქ, სადაც ისინი არაა. გლობალური საკითხები ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ. კარგი დღეა ბიზნესსაკითხების მოსაგვარებლად და სპორტული შეჯიბრებებისთვის. პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად მეტად უნდა გააქტიურდეთ.

თხის რქა
ყველა საქმეს ერთდროულად ნუ შეასრულებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს თავის ტკივილით დაასრულებთ. მოერიდეთ დაძაბულობას საქმეებში, ურთიერთობაში, ოჯახის წევრებთან. ნუ იკამათებთ წვრილმანების გამო.

მერწყული
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და განწყობაც გაგიუმჯობესდებათ. მეტი დრო დაუთმეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას. გაგიმძაფრდებათ ინტერესი მედიცინის, სპორტის, ელექტრონიკისადმი.

თევზები
გამოცდილების მიღების დღეა. თუ განვითარების სფეროში ასეთი მიზანი არ გაქვთ, მავნე თვისებებს ნუ მიეძალებით. მოერიდეთ საყიდლებს (აუცილებელ ნივთებს არ ეხება). მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. გადაიხადეთ დავალიანებები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100