სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიოს ყველაზე მდიდარ სახელმწიფოდ ყატარი დასახელდა

ერთ სულ მოსახლეზე მშპ 88 ათას დოლარს აჭარბებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2010 წელს მსოფლიოს ყველაზე მდიდარ სახელმწიფოდ ყატარი დაასახელა. ფონდის მონაცემებით, ყატარში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 88 222 დოლარს აღწევს. მეორე ადგილზე ლუქსემბურგი განთავსდა 81 ათას 466 დოლარით.

მესამე ადგილზე გასული ამერიკა პირველ–მეორე ადგილებზე გასულ ქვეყნებს საგრძნობლად ჩამორჩება. შტატებში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 46 ათას 860 დოლარს შეადგენს. სავალუტო ფონდის ანალიტიკოსების პროგნოზით, ყატარი პირველობას მომდევნო წლებშიც შეინარჩუნებს. ინფორმაციისთვის: ყატარის ბიუჯეტის შემოსავლის ძირითადი წყარო ნავთობი და გაზია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100