სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკვე ცნობილია, თუ სად იცხოვრებენ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ქორწილის შემდეგ

19 მაისს ბრიტანეთის სამეფო კარზე კიდევ ერთი ქორწილი გაიმართება - პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ერთმანეთს ოფიციალურად დაუკავშირებენ ბედს. საზოგადოება უკვე იმ საქორწინო დეტალებს განიხილავს, რომელიც ცოტა ხნის წინ საჯაროდ გახდა ცნობილი. ბრიტანელების ინტერესი სამეფო წყვილის გარშემო უკვე ყველა ჩარჩოს სცდება. უამრავი ადამიანი იმაზეც კი ფიქრობს, თუ როდის შეიძლება მეგანი ორსულად დარჩეს.

მართალია, ეს ის თემაა, რაც საზოგადოებამ წესით არ უნდა განიხილოს, თუმცა ჟურნალისტებმა მათი ცნობისმოყვარეობის ნაწილობრივ დაკმაყოფილება შეძლეს და გაარკვიეს, თუ სად იცხოვრებს წყვილი ქორწინების შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, მეგანი და ჰარი საქორწინო საჩუქრად მდიდრულს სახლს მიიღებენ, სადაც მომავალში გადასვლას გეგმავენ. ის ლონდონის მახლობლად ერთ-ერთ პრესტიჟულ აგარაკზე მდებარეობს. როგორც ირკვევა, ეს სახლი ელიზაბეთ II-ს ბებიისა და ბაბუის - მეფე გეორგისა და მისი მეუღლე მერის მოსასვენებელი რეზიდენცია იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100