სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯანსუღ ჩარკვიანი მძიმე მდგომარეობაშია - ნახეთ, რას წერს ნათია ფანჯიკიძე დიდი პოეტის შესახებ

როგორც ცნობილია, პოეტი და საზოგადო მოღვაწე ჯანსუღ ჩარკვიანი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. ის ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციაში მოათავსეს. სავარაუდოდ, ინსულტი მის წინააღმდეგ განხორციელებულ მორალურ შეტევას მოჰყვა, ზოგიერთი კოლეგის მხრიდან...
ბატონი ჯანსუღის მდგომარეობამ ბევრი ააღელვა და აი ნათია ფანჯიკიძე ამის შესახებ:

რაჭაში ბევრი რამ კარგავს მნიშვნელობას, რაც თბილისში, მდუღარე ქვაბში მნიშვნელოვანი გვგონია. რასაც აქ და ახლა არ შემიძლია მშვიდად შევხვდე, ჯანსუღ ჩარკვიანის ავად ყოფნაა. ჯანსუღი ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით სახალხო პოეტია, რომლის ლექსს და სიმღერას ბევრი ისე ღიღინებს, ჯანსუღის რომაა, არც იცის, მაგრამ ღიღინებს ან ციტირებს ყველა. პირადად ჩემთვის კი, ჯანსუღ ჩარკვიანი ბევრად მეტს ნიშნავს. 20 წლის წინ გარდაცვლილი მამაჩემის ურიცხვ მეგობარს შორის, იშვიათად მიგრძვნია ისეთი მუდმივი, გარანტირებული სითბო, მხარდაჭერა, როგორიც ჯანსუღს შეუძლია. ეს არის ადამიანი, რომელიც არ იცვლება იმის მიხედვით, რა "აწყობს" დღეს, ყოველთვის ერთგულია მეგობრის, მეგობრობის, მან სიყვარული იცის, რაც განაპირობებს სწორედ მისი ლექსების ნამდვილობას. ამ ასაკის კაცი მუდმივად, დეტალურად ადევნებს თვალს მოვლენებს და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, გამორჩენოდა რაიმე ჩემი ოდნავი გასაჭირი, ისეთიც კი, ზოგჯერ თავადაც რომ ნაკლები მნიშვნელობა მიმინიჭებია, ის მაინც სადარაჯოზე იდგა, ვაითუ ინერვიულა, ვაითუ გული ეტკინაო და გვერდით არ მდგარიყო, თუ ფიზიკურად გვერდით ყოფნის ენერგია არ ჰქონდა, წარმოუდგენელი იყო, არ დაერეკა ყველაზე მნიშვნელოვან დროს, მამა, ან მხოლოდ უახლოესი ადამიანი რომ დაგირეკავს და გაგრძნობინებს, რომ შენთან არის, მარტო არ ხარ. ამ თვისებების მქონე, უვაჟკაცეს, ძლიერ ადამიანს, მართლაც რომ ლომს, ესევიან თახსირი ტურები, არასდროს რომ არავინ ყვარებიათ, არასდროს რომ არაფრის ფასი არ სცოდნიათ და თავიანთ არარაობას ომახიანად ტენიან ცხვირში საზოგადოებას. რამდენი წელი თავს მის მეგობრებად ასაღებდნენ და ახლა სახედაკარგულები სიხარულს გამოხატავენ მისი ცუდად ყოფნის გამო. თუ ამ ადამიანთა მსგავსების უღირსობას საქართველო ვერ ამჩნევს და მსმენელებიც ჰყავთ, უფრო ცუდად ყოფილა ქვეყნის ფასეულობების საქმე, ვიდრე ერთი შეხედვით.
იმედი მაქვს ჯანსუღი ადგება მალე და ერთ-ორ "სმეშნოი სიტყვას" თვითონ ეტყვის შერ-ხანის ნასუფრალის მადევარ ტურა ტაბაკებს, არაფერი რომ წმინდა არ დაიტოვეს სულში.

პ.ს. ჩემი დებიუტიც შედგა, - მიუხედავად ბევრი ბოროტებისა, რაც მათგან მოედინება, პირველად მივეცი თავს უფლება ასაკოვან ადამიანებზე, რომელთაც მრავალი წელი მეტნაკლებად ვიცნობდი, ეს სიტყვები მეთქვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100