სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თამარ ჩუგოშვილი: ეს ხალხი ყველაფერზე წამსვლელია, მათი დამოკიდებულება ქართველი ხალხის და ქვეყნის მიმართ გასაგებია

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, დღეს გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთმა უკრაინულმა ვებგვერდმა გაავრცელა და რომლის მიხედვითაც ჩანაწერში საუბრობენ ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია, კომენტარს აკეთებს.


,,ჩვენ ახალი არაფერი არ მოგვისმენია, ეს არის ის, რაც ყველამ კარგად ვიცით, ეს ხალხი არის ყველაფერზე წამსვლელი, რომ ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, აბსოლუტურად ყველაფრის მკადრებელი. მათი დამოკიდებულება ქართველი ხალხის და ქვეყნის მიმართ გასაგებია, მაგრამ საქართველოში არც დესტაბილიზაციას, არც არეულობას, არც ქაოსს მომავალი არ აქვს, ეს არის ძალიან მკაფიო. რასაც არ უნდა გეგმავდნენ, ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება პასუხს კიდევ ერთხელ გასცემს არჩევნებზე“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მან ასევე ისაუბრა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზეც, იკვეთება თუ არა იგი და აღნიშნა, რომ ამის გარკვევა გამოძიების საქმეა.

,,დარწმუნებული ვარ სამართლებრივი ფორმითაც არის რეაგირება საჭირო. პოლიტიკურად ისედაც ყველამ ვიცით ეს ყველაფერი, თითონ ეს ხალხი არის ყველაფერზე წამსვლელი, ყველაფრის მკადრებელი. არ გამოვა ის სცენარი ,რასაც გეგმავენ 2012 წლის მერე ყველა არჩევნების წინ“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100