ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა
ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ, რუსთავი 2 -ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა, ოფიციალური შეტყობინება რუსთავი 2 მა სტრასბურგიდან დღეს საღამოს მიიღო.
ევროსასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე დროებით შეაჩერა იმისათვის, რომ საქმის არსში გაერკვეს, ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსთავი 2 ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"სტრასბურგის სასამართლომ პირველად საკუთარი არსებობის ისტორიაში შეაჩერა საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. მსგავსი ზომა სტრასბურგის სასამართლოს არ გამოუყენებია არასდროს გარდა ის საქმეების, რომელიც ეხება ადამიანის წამებას, ან საფრთეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ადამიანის ექსტრადაციას ეხება. ეს არის ისტორიული შემთხვევა. რუსთავი2-ის საქმემ და საქართველოს სამარცხვინო ხელისუფლებამ და სამარცხვინო მთავრობამ საფუძველი დაუდეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ახალ პრაქტიკას, რასაც ყველას ვულოცავთ,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მან საქართველოს ხელისუფლებასაც მიმართა.
„მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომელიც უმძიმეს დღეშია ჩავარდნილი, რომელმაც მართლმსაჯულების სისტემა დამარხა, დაიბრუნოს სახე და მოვლენებს თავისუფალად განვითრების შესაძლებლობა მისცეს,“ - განაცხადა გვარამიამ და დასძინა, „ვითხოვთ საკონსტიტუციო სასამართლოსგან პრაქტიკულად უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების გამოტანას“.
კომენტარი