სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნატახტარის ლიმონათის ექსპორტის 80%-ზე მეტი აზერბაიჯანზე, რუსეთზე, სომხეთსა და ყაზახეთზე მოდის

ბოლო პერიოდში ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებასა დადივერსიფიკაციაში საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია.გაზრდილია იმ პროდუქციის ჩამონათვალიც, რომელიც ქვეყნიდანსაზღვარგარეთ, მათ შორის ევროპაში გადის.

წლებია, ექსპორტში ქართულ ღვინოსა თუ მინერალურ წყლებს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. ბოლო დროს კი სასმელების ჩამონათვალში ქართული ლიმონათიც აქტიურად ფიგურირებს. ქართულ საექსპორტო პროდუქციას შორის ლიმონათი საინტერესო მიმართულებაა. სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წლამდე სასმელების ექსპორტი სტაბილურად მზარდი იყო. გასულ წელს კი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოში 2013 წელს მინერალური წყლებისა და ტკბილი გაზიანი სასმელების ექსპორტისგან დაახლოებით 17 მილონი დოლარი შემოვიდა. 2014-ში აღნიშნული მონაცემი 28 მილიონი დოლარი იყო, 2015-ში კი მონაცემი მკვეთრად შემცირდა და ის 18 მილიონს დოლარს გაუტოლდა.

ლიმონათის ექსპორტის მოცულობის შემცირებას კომპანია "ნატახტარი” უმსხვილეს საექსპორტო ბაზრებზე შექმნილ რთულ ეკონომიკურ ვითარებას უკავშირებს. "კომპანიის ექსპორტის 80%-ზემეტი მოდის აზერბაიჯანზე, რუსეთზე, სომხეთსა და ყაზახეთზე. ამქვეყნების ეკონომიკური ვითარებისა და ადგილობრივი ვალუტისგაუფასურების გამო, ექსპორტის მოცულობა 2015 წელს 2014-თანშედარებით დაახლოებით 10%-ით შემცირდა”, -აცხადებენ კომპანიაში. ქართული ლიმონათის საექსპორტო პოტენციალზე დადებითად აისახება ის ფაქტი, რომ ბევრ ქვეყანაში ლიმონათი ნაკლებად ცნობილი სასმელია.

"ლიმონათი სხვა ქვეყნებისთვის ნაკლებად ცნობილი სასმელია,ამიტომ პირველ რიგში, მის მიმართ არსებობს ინტერესი.ცნობისმოყვარეობას გემო ამართლებს, იშვიათია ქვეყანა, სადაცლიმონათს მოწონება არ დაემსახურებინოს. ეს საამაყოა არა მხოლოდრომელიმე კონკრეტული კომპანიისთვის, არამედ მთლიანადქვეყნისთვის”, – აღნიშნავენ "ნატახტარში.”

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ საექსპორტო ქვეყნების რაოდენობის ზრდის ხარჯზე 2016 წელს ექსპორტის მოცულობა ტრადიციულად გაიზრდება. 2015 წელს "ნატახტარის” ლიმონათი 24 ქვეყანაში გავიდა ექსპორტზე, მათ შორისაა: აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი, ყაზახეთი, მოლდოვა, უკრაინა, კვიპროსი, გერმანია, აშშ, ლატვია და საბერძნეთი.

აღსანიშნავია, რომ ქართული ალკოჰოლური თუ არაალკოჰოლური სასმელების კომპანიები საკმაოდ აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენებში, რაც მათ ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებასა და ათვისებაში ეხმარებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100