თებერვალში განმეორებით ჩაჭრილი აკრძალული, ღია კამერიანი გაზდანადგარების სტატისტიკა
ყაზტრანსგაზ-თბილისი ავრცელებს თებერვლის თვეში დედაქალაქში ხელმეორედ ჩაჭრილი კუსტარული გაზგამათბობლების და წყალგამაცხელებლების სტატისტიკას რაიონების მიხედვით.
გაზის მოხმარების უსაფრთხოების ნორმების ყველაზე ხშირი დარღვევა სტატისტიკურად გლდანის, ჩუღურეთის, ნაძალადევის, სამგორის და ისნის რაიონებში დაფიქსირდა. ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალისტებმა ის ოჯახები შეამოწმეს სადაც ცოტა ხნით ადრე , დარღვევები დააფიქსირეს და გაზის დანადგარები ჩაჭრეს. განმეორებითი შემოწმების დროს კი ბინებში მეპატრონეებს თვითნებურად ქონდათ აღდგენილი გაზის მიწოდება, რაც დიდ საფრთხეს უქმნის როგორც აღნიშნულ ბინებში მცხოვრებლებს ისე მათ მეზობლებს, რადგან მოიხმარენ ღია კამერიან მკვლელ დანადგარებს და ასევე ხშირად საკვამლე მილი დაერთებული აქვთ კორპუსის სავენტილაციო არხთან, რაც კატეგორიულად აკრძალულია. მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის კორპუსში მცხოვრებ სხვა ოჯახების ჯანმრთელობას.
გლდანი -399
ჩუღურეთი 378
ნაძალადევი-349
სამგორი 306
ისანი -200
ნუცუბიძე-160
ვაკე- 150
კრწანისი 147
ვაზისუბანი -121
სანზონა - 106
მთაწმინდა- 85
საბურთალო 58
წყნეთი-47
დიდუბე-23
დიღომი 23
გთხოვთ დაუყოვნებლივ ჩახსნათ ღია კამერიანი გაზის დანადგარები და გაითვალისწინოთ ყაზტრანსგა-თბილისის სპეციალისტების რეკომენდაციები. გახსოვდეთ CO ბუნებრივ გაზზე საშიშია.
კომენტარი