სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავარიაში მოყოლილი მოსწავლეები მოძრავ მანქანაში სექსით იყვნენ დაკავებულნი

ყველა მოზარდი მანქანიდან ნახევრად შიშვლები გადმოვიყვანეთ. ასე განსაჯეთ, ერთ-ერთ გოგონას ქვედა საცვალი არ ეცვა. ალბათ, დამეთანხმებით, ავარიის დროს ვერ მოცვდები ისეთ სიტუაციაში, რომ საცვალი გაგძვრეს. “, - ამბობს ადგილობრივი პოლიციის უფროსი, ვლადიმირ მალნოვი.

ნოვოსიბირსკთან ახლოს, საღამოს საათებში, ავარიაში მოყვნენ მოზარდები, რომლებმაც სკოლაში სასწავლო წლის დადგომასთან დაკავშირებით, გაკვეთილების დასრულების შემდეგ ავტომანქანით გასეირნება გადაწყვიტეს. „ლადას“ მარკის ავტომანქანა ერთ-ერთი მოსწავლის მამას ეკუთვნოდა. მანქანაში სულ შვიდი მოზარდი იჯდა - ორი გოგო და ხუთი ბიჭი. მათგან ყველაზე უფროსი, იგორი 20 წლის იყო. ოფიციალური ვერსიით, მანქანას სწორედ ის მართავდა, მიუხედავად იმისა, რომ მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა.

თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ საჭეთან 17 წლის ალექსი იჯდა. ახალგაზრდები სოფელ შურიგინოდან სოფელ ვინოგრადში მიდიოდნენ.“ჩერეპანოვო-სუზუნის“ გზის 36-ე კმ-ზე მანქანა გზიდან გადავიდა და ხეივანში შევარდა.

სამი მოზარდი ადგილზევე დაიღუპა - უმცროსი 13, უფროსი კი 15 წლის იყო. ორი გოგონა და ორი ბიჭი საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში მიიყვანეს. მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე საყურადღებო ის დეტალია, რაზეც სამართალდამცველები ამახვილებენ ყურადღებას:

„ყველა საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ მოსწავლეები მანქანაში ან სექსით იყვნენ დაკავებულნი, ან ერთმანეთთან ინტიმური თამაშებით ერთობოდნენ. ამის თქმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ ყველა მოზარდი მანქანიდან ნახევრად შიშვლები გადმოვიყვანეთ. ასე განსაჯეთ, ერთ-ერთ გოგონას ქვედა საცვალი არ ეცვა. ალბათ, დამეთანხმებით, ავარიის დროს ვერ მოცვდები ისეთ სიტუაციაში, რომ საცვალი გაგძვრეს.", - თავის აღშფოთებას უზიარებs „კომსომოლსკაია პრავდას“ ჟურნალისტს ადგილობრივი პოლიციის უფროსის მოადგილე, ვლადიმირ მალნოვი.

ჯერჯერობით დაუდგენელია, იყვნენ თუ არა მოსწავლეები ნასვამ მდგომარეობაში ავარიის დროს - ამაზე პასუხს ექსპერტიზა გასცემს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100