სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

iPhone+ - სააპელაციოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე ჩვენი წართმეული ფულით შობას გერმანიაში ატარებს

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე - ჩვენზე წართმეული ფულით მისი კომპანიის მენეჯერ-მეუღლე გვანცა მიქუჭაძესთან ერთად შობას გერმანიაში ატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას iPhone+ ავრცელებს. iPhone+-ში აცხადებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე სხვადასხვა გზებით ცდილობდა iPhone+_ის გაკოტრებას და იყენებდა მის გავლენებს სხვადასხვა ორგანიზაციებში. “მან შემოგვიგზავნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურის თანამშრომლები და გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს, ჩვენთან ქარხნულად არა ახალი ტელეფონები იყიდებოდა, მათი ყველა მეგობარი, მათ მიერ შექმნილ FaceBook-ის გევრდზე (Apple-ის მოყვარულთა საზოგადოება) სხვადასხვა პორტალებსა და საიტებზე სისტემატიურად ავრცელებენ ჭორებს ჩვენი კომპანიის გარშემო, თითქოს მოხმარებლები iPlus-ში ჩვენთან ყიდულობდნენ ტელეფონებს და უფუჭდებათ მათ დაგვადეს ყადაღა 1 600 000 ლარით, რაც მიზნად ისახავდა ჩვენი კომპანიის გაკოტრებას, თუმცა როდესაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის იყო ჩვენი მომჩივანი კომპანია, გაიქცნენ სასამართლოში და მოსამართლეს საკუთარ თავზეც 50 000 ლარის ოდნობით ყადაღა დაადებინეს. თითქოს 1 600 000 ლარიანი ყადაღა 50 000 ლარიანი ყადაღით დააბალანსეს. ჩვენი დისკრედიტაციის ხარჯზე მიღებულ შემოსავალს კი, მივლინებებსა და გართობებში ხარჯავენ სხვადასხვა ქვეყნებში. ვალერი ცერცვაძის კომპანია “აიტექნიკი” გვიჩივის კონკურენციის სააგენტოშიც, რომ დაბალ ფასად გვაქვს Apple-ის ტექნიკა და ამის გამო ისინი ფინანსურად დიდ შემოსავალს კარგავენ და ითხოვენ სხვა კომპანიების დასჯას, რათა მიაღწიონ კონკურენტების გაკოტრებას იმისათვის, რომ მხოლოდ თავად დარჩნენ ბაზარზე და უკვე მაღალ ფასად გაყიდონ პროდუქცია. მათ სასამართლოს აცილებაზე და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დავის გადატანაზე უარი გვითხრეს, რათა მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილზე აქვთ გავლენა და სასურველ განჩინებას დააწერინებენ, მოვუწოდებთ მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილს არ გახდეს დანაშაულის მონაწილე, გამოიჩინოს გამბედაობა და თავმოყვარეობა”, - ნათქვამია iPhone+_ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. iPhone+-ში განმარტავენ, რომ მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა 4 იანვრამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რაც, მათივე თქმით, სავარაუდოდ, მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილის თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება არ იქნება. “ყადაღის მოხსნაზე მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა 4 იანვრამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რაც სავარაუდოდ, მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილის თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება არ იქნება, რაც საბოლოოდ ძალიან ძვირად დაუჯდება, რადგან ჩვენ არ გავჩერდებით ვიდრე სამართალს არ აღვადგენთ”, - აცხადებენ iPhone+_ში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100