საქართველოში სავიზო პოლიტიკა მკაცრდება
„უცხოელთა და
მოქალაქეობის არმქონე
პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილებები შედის.
კანონპროექტის თანახმად,
საქართველოს ვიზის
გაცემის უფლებამოსილ
ორგანოდ მხოლოდ
საგარეო საქმეთა
სამინისტრო განისაზღვრება,
ხოლო შსს-ს ვიზის გაცემის უფლება
მხოლოდ განსაკუთრებულ
შემთხვევებში მიენიჭება,
რომელიც მთავრობის
დადგენილების შესაბამისად
მოხდება. კანონპროექტის
მიხედვით, ასევე
მთავრობა განსაზღვრავს
იმ ქვეყნების
ჩამონათვალს, რომლის
მოქალაქეებსაც საქართველოში
უვიზოდ შემოსვლის
უფლება ექნებათ.
კანონში
შესატანი ცვლილებების ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. კანონპროექტი შს მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტის მიღების შემდეგ, 360 დღიდან 180 დღემდე შემცირდება უვიზოდ საქართველოში ყოფნის დრო. მისივე ინფორმაციით, ცვლილებები საიმიგრაციო ვიზის კატეგორიებსაც შეეხება და მას სამომავლოდ ხუთი სხვადასხვა დანიშნულება და მნიშვნელობა მიენიჭება. მოქმედი კანონით განსაზღვრულ ვიზის კატეგორიებს საიმიგრაციო ვიზა დაემატება, ხოლო სამსახურებრივი ვიზის კატეგორია სპეციალური ვიზით შეიცვლება.
ასევე, განისაზღვრება მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვიზების კატეგორიები. წარმოდგენილი კანონპროექტით, კანონის საფუძვლის გარეშე საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე დროებითი განთავსების იზოლატორში განთავსებას ან გაძევებას დაექვემდებარება.
ჯანმრთელობის
დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტების
პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.
კომენტარი