სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზესტაფონის გამგებელი კახა გეწაძე რესტორანში წლების წინ შელაპარაკების ბრალდებით დააკავეს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა გეწაძე დააკავეს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი აცხადებს, გეწაძის დაკავება ყურით მოთრეული ბრალდებით - რამდენიმე წლის წინ რესტორანში მომხდარი შელაპარაკების გამო მოხდა.

მისივე თქმით, გეწაძის დაკავების კიდევ ერთი მოტივი, რომელიც არ გაცხადებულა, ისიცაა, რომ კახა გეწაძე არის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი და სპორტის სამინისტროს სურს, იქაც თავისი კადრი დანიშნოს. გაბაშვილი აცხადებს, რომ გეწაძე საკრებულომ გამგებლად დაახლოებით ერთი თვის წინ აირჩია.

"ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს არის პოლიტიკური რეპრესიები და ამ რეპრესიებით ბიძინა ივანიშვილი ცდილობა, საბოლოო, გადამწყვეტი შეტევა განახორციელოს თვითმმართველობის წინააღმდეგ, ანუ იმ სტრუქტურების მიმართ, რომლებსაც ის ვერ აკონტროლებს", -აცხადებს გაბაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100