სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კრემლის ტანდემის რეიტინგი კატასტროფულად დაბალია

დღეისათვის ორივე "პირველი პირების" კრებითი რეიტინგი სანკტ-პეტერბურგში - ყველაზე დაბალია მისი დონის სოციოლოგიური გაზომვის მთელი ისტორიის მანძილზე, - იტყობინება საინფორმაციო სააგენტო "REGNUM"-ი სოციალური ინფორმაციის სააგენტოზე ( სგა) დაყრდნობით.

როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნული სოციოლოგიური გამოკითხვა სგა-მ ჩაატარა ივნისის დასაწყისში და როგორც აღნიშნავს სააგენტოს მეცნიერ ხელმძღვანელი რომან მოგილევსკი - პრეზიდენტი მედვედევი და პრემიერ-მინისტრი პუტინი ერთად ამ მომენტისათვის ესიმპატიურება გამოკითხულ რესპოდენტთა ნახევარს - ამ დროს პუტინმა მოაგროვა - გამოკითხულთა ხმების 26 %, ხოლო მედვედევმა - 22 %.

სოციოლოგების სიტყვებით, ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია იმის გაგება, ვინ არიან 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთი პოტენციური კანდიდატის მომხრეები, და ვინ - მისი კონკურენტის.

გამოკვლევის შედეგებიდან გამომდინარე, პუტინის ელექტორატი მოიცავს მოსახლეობის სხვადასხვა ფენებს. ხოლო მედვედევს, როგორც მოქმედ სახელმწიფო მეთაურს, მხარს უჭერენ ძირითადად პენსიონერები, - ასკვნის გამოცემა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100