ასე დასცინა უმუშევარმა მოაზროვნემ ქართულ სახელმწიფო სტრუქტურებს
სოციალურ ქსელში მოაზროვნეთა ქვერდზე საინტერესო პოსტი გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
ვაკანსია სახელმწიფო სამსახურში. გასაუბრება.
შემოდის პირველი პრეტენდენტი.
– რამდენია 2-ჯერ 2?
– 5?
– არა
– 6?
– არა
– 8?
– არა. მართალია შტერია, მაგრამ ძიება უყვარს და არ ნებდება - უნდა ავიყვანოთ.
შემოდის მეორე პრეტენდენტი.
– რამდენია 2-ჯერ 2?
– 3
– არა.
– 3
– არა.
– 3!
– არა. შტერია, მაგრამ მიზანსწრაფული და პრინციპული – უნდა ავიყვანოთ.
შემოდის მესამე.
– რამდენია 2-ჯერ 2?
– 4.
– აფსუს! ჭკვიანია, მაგრამ ვაკანსიები უკვე შევსებულია...
კომენტარი