NDI -ის მიერ 2013 წლის 18 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგები
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) დღეს, 26 სექტემბერს მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 3 838 ადამიანი გამოიკითხა.
კვლევიდან ირკვევა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 4% აფასებს, 27% კარგად, 47% საშუალოდ, 8% კი ცუდად.
დავით ბაქრაძის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 7%, 21% კარგად, 41% საშუალოდ, 18% კი ცუდად.
NDI-ის გამოკითხვის თანახმად ბოლო სამ თვეში საქართველოს პოლიციისა და მთავარი პროკურატურის რეიტინგი შემცირდა.
ივნისში პოლიციის საქმიანობას დადებითად 55% აფასებდა, სექტემბერში კი კმაყოფილი 51%-ია. 4 თვის წინ მთავარი პროკურატურის საქმიანობას დადებითად 24% აფასებდა, უახლეს კვლევაში კი კმაყოფილი მხოლოდ 17%-ია.
რაც შეეხება პოლიტიკური საქმიანობის რეიტინგებს აღმოჩნდა,წინა კვლევებთან შედარებით, კოალიციის საქმიანობას დადებითად 38% აფასებს, ნაციონალური მოძრაობისას კი 12%. ივნისის კვლევაში ქართული ოცნების საქმიანობით კმაყოფილი 35% იყო, ნაციონალური მოძრაობის კი 9%.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, გამოკითხულთა 27% აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა მოსალოდნელია, ხოლო 4% აღნიშნავს, რომ ძალიან მოსალოდნელია. კითხვაზე - თქვენი აზრით, რამდენად მოსალოდნელია, რომ დაინიშნოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - გამოკითხულთა 23% ამბობს, რომ მეორე ტურის დანიშვნას არ ელოდება, ხოლო 8%-ისთვის საერთოდ არ არის მოსალოდნელი. გამოკითხულთა 17% საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისადმი ნეიტრალურად არის განწყობილი, ხოლო 19% აცხადებს, რომ არ იცის.
შეცვლილია მინისტრბის რეიტინგებიც. დღეს წარმნოდგენილ კვლევაში თავადცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაწინაურდა.
NDI-ის კვლევის თანახმად, ალასანიას საქმიანობას 11% ძალიან კარგად, 38% კარგად , ხოლო 7% საშუალოდ აფასებს. მეორე ადგილზეა შს მინისტრი; ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას 9% ძალიან კარგად, 34% კარგად აფასებს, საშუალოდ 39%. რეიტინგში მომდევნოა იუსტიციის მინისტრი; თეა წულუკიანის საქმიანობას 10% ძალიან კარგად, 33% კარგად აფასებს, ხოლო 36% საშუალოდ. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძის საქმიანობას, 6% ძალიან კარგად, 25% კარგად, 42% საშუალოდ აფასებს. ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის საქმიანობას კი 4 % ძალიან კარგად, 26% კარგად, ხოლო 44% საშუალოდ აფასებს.
რაც შეეხება ინსტიტუტების საქმიანობას, აღნიშნულ რეიტინგში პირველ ადგილზეა საქართველოს ჯარი, მეორეზე პოლიცია, მესამეზე "კოალიცია ქართული ოცნება", მეოთხეზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მეხუთე ადგილს კი პარლამენტი იკავებს.
კომენტარი