სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი ვაშაძე: თეა წულუკიანი კონტექსტიდან ამოვარდნილი ადამიანია

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, თეა წულუკიანი მთავრობაში "კონტექსტიდან ამოვარდნილი ადამიანია".

"აბსოლუტურად არაადეკვატურია ეს ადამიანი. ერთადერთი კონტექსტიდან ამოვარდნილი მთავრობაში, რომელსაც თანამშრომლობის არაფერი ეტყობა. სამწუხაროა, რომ ასეთი მინისტრი გვყავს", - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს წულუკიანის ბრლადებებზე კომენტირებისას.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობის 100-დღიან საქმიანობას, ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ახალი მთავრობა აკეთებს იმას, რის გამოც "ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებდა.
"შეხედეთ მათ განცხადებებს, მათ რიტორიკას, შეხედეთ, რა მოხდა 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება საჯარო მოხელე საჯაროდ გვემუქრებოდეს. ფაქტია, რომ საოზგადოებაში დაუცველობის სინდრომი გაჩნდა", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, დღეს თეა წულუკიანმა გიორგი ვაშაძე, რომელიც ადრე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო, ამ სააგენტოს თანამშრომლებისთვის უკანონო მოთხოვნების გაცემაში დაადანაშაულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100