სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არ მიწყინოს ოჯახმა, მაგრამ ხალხმა ეს უნდა იცოდეს – რას ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი თამარ ბაჩალიაშვილზე

მალხაზ მაჩალიკაშვილი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შესახებ ახალ ვერსიას ავრცელებს. ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, რომ ბაჩალიაშვილი სუსზე მუშაობდა.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა პროგრამისტი გოგონა ირანის, ყარაბახის, ან რუსეთის საქმეებზე გამოიყენეს.

„ამ ბავშვს ჰქონდა ორი სამსახური. არ მიწყინოს ოჯახმა, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს ვფიქრობ, ის მეორე სამსახური მუშაობდა სუსზე.

მთელი ხელისუფლება არის დამოკიდებული სუს-ზე. ეს სუსიც ძალიან განებივრდა და თავის თავს უფლებას აძლევს ჩაერიოს ყველგან. შეიძლებოდა ნებისმიერ ბინძურ საქმეში გამოეყენებინათ გინდა ირანი იყოს ან ყარაბახი, თუნდაც რუსეთი. ეს არ არის თვითმკვლელობა, ეს მკვლელობაა და ზუსტად ვხედავ, რომ ამ საქმეში მაღალჩინოსნები არიან ჩარეულები“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100