სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ხელი გაწიე ბიჭო... ბევრს ლაპარაკობ" - დაპირისპირება ნიკა მელიას და საპატრულო პოლიციის უფროსს შორის

დაპირისპირება ნიკა მელიას და საპატრულო პოლიციის უფროსს შორის. თეიმურაზ კუპატაძემ ნიკა მელია პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.

ნიკა მელიამ კი კუპატაძეს მუხთარლის გამოუძიებელი საქმე შეახსენა. ნიკა მელია ასევე, ხორავას ქუჩის საქმეც შეახსენა.

„ხელი გაწიე ბიჭო,“ - მიმართა საპატრულო პოლიციის უფროსმა მელიას.

თეიმურაზ კუპატაძემ ნიკა მელიას მოუწოდა, რომ გზა იმ მიმართულებით გააგრძელოს, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიუთითეს.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები მოუწოდებენ სამართალდამცავებს, რომ გზა გახსნან და გადაადგილების შესაძლებლობა მისცენ. ჩუმლაყთან გზა ავტობუსებით არის გადაკეტილი და თელავისკენ გამგზავრების შესაძლებლობას არ აძლევენ.

გაერთიანებული ოპოზიცია თელავის ცენტრში მასშტაბურ აქციას გამართავს და არჩევნების გაყალბებას გააპროტესტებს.

თელავის მერიამ გაერთიანებულ ოპოზიციას ერეკლე მეორეს ძეგლთან აქციის გამართვის ნებართვა არ მისცა და ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა. თუმცა, მათ სამართალდამცველები თელავამდე მისვლას ვერ ახერხებენ.

ოპოზიცია გეგმავს, რომ თელავის ცენტრში გამართოს აქცია, სადაც საპრეზიდენტო არჩვენების გაყალბებას გააპროტესტებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100