სახლი, რომელშიც მერლინ მონრო გარდაიცვალა, 2,7 მილიონ დოლარად გაყიდეს
ბრენტვუდში მდებარე სახლი, რომელიც მერლინ მონროს ეკუთნოდა და რომელშიც ის გარდაიცვალა 1962 წელს, 7,2 მილიონ დოლარად გაიყიდა. ჰოლივუდის მსახიობი ამ სახლს საკუთარ სამოთხედ მიიჩნევდა და ძალიან უყვარდა.
2012 წელს იუწყებოდნენ სახლი აუქციონზე უნდა გატანილიყო და მისი ფასი 6,9 მილიონიდან დაიწყებოდა, თუმცა მაშინ აუქციონი არ ჩატარებულა.
თავად მონრომ ეს სახლი გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე შეიძინა 75 000$-ად.
კომენტარი