სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

120 ორსულ ქალს ვიაგრას დაალევინებენ

ვიაგრა არამხოლოდ მამაკაცებისთვის, არამედ ქალებისთვისაც სასარგებლოა. აღნიშნული დასკვნა ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მეცნიერთა ჯგუფმა საერთო კვლევის ჩატარების შემდეგ გამოიტანა.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმპოტენციასთან ბრძოლისთვის პრეპარატი შესაძლოა გამოყენებული იქნას ქალებისთვისაც. ვიაგრას შეუძლია ხელი შეუშალოს ორსულობის დროს ნაყოფის არასრულ განვითარებას და ასევე ხელი შეუწყოს მის ზრდასაც. აღნიშნული დასკვნები ლაბორატორიის თაგვებზე ჩატარებული ცდების შედეგად იქნა გამოტანილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ორსულ ქალებზე ვიაგრას დადებითი ეფექტი ჯერჯერობით ბოლომდე დადასტურებული არ არის. უახლოეს მომავალში იგეგმება მაშტაბური კვლევის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 120 მომავალი დედა, რომელთა მუცელშიც ნაყოფი ძალიან ნელა იზრდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100