სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის, გიორგი გურიელის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართება

8 თებერვალს საღამოს 8 საათზე კლუბ "დეჟავუ-ში" ჩატარდება გია მურღულიას ახალი "საღამოს ლექსების" პრეზენტაცია. ლექსებს წაიკითხავენ ავტორი და მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე.

პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებს და რამდენიმე კომპოზიციას შეასრულებს ეთნო-ჯაზ ჯგუფი "ირიაო" საღამოს ორგანიზატორი: "პეპლის ეფექტი" გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი მოხმარდება ქველმოქმედებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ორგანიზაციას ''იმედით გამოწვდილი ხელები"-ს წევრის გიორგი გურიელისთვის. ბილეთების შეძენა შესაძლებელია კლუბ ''დეჟავუში'' კოსტავას ქ. 36 (ფილარმონიასთან) ბილეთის ფასი :20 ლარი ტელ: 551 37 72 46

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100