სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Android ტელეფონებისთვის მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაცია

27 იანვარი, 2015თიბისი ბანკმა Android-ის მომხმარებლებს მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაცია შესთავაზა.

20 იანვრიდან თიბისი ბანკის მომხმარებლებს, რომლებიც Android-ის ტელეფონებს იყენებენ, განახლებული დიზაინის და ფუნქციონალის მობაილბანკის აპლიკაციით სარგებლობა შეუძლიათ.

მობაილბანკის განახლებული აპლიკაციით სარგებლობა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიულ პირებისთვის არის ხელმისაწვდომი. აპლიკაციაში შესვლა მნიშვნელოვნად გამარტივებულია და შესაძლებელია 5-ნიშნა კოდის გამოყენებით.

მობაილბანკის სრულად შეცვლილ დიზაინთან ერთად, რომელიც Android-ის დიზაინის უახლეს სტანდარტებს შეესაბამება, განახლებულია ფუნქციებიც: საბიუჯეტო გადარიცხვები, პირადი ფინანსების მართვა, ჯარიმების გადახდა, გამარტივებული გადარიცხვები და მობილურის ბალანსის შევსება.

Android ტელეფონებისთვის განკუთვნილ ახალ მობაილბანკის აპლიკაციას ასევეგაუმჯობესებული აქვს Google Map-ზე ბანკის ფილიალებისა და ბანკომატების ძებნის ფუნქციაც.

მობაილბანკის განახლებული Android აპლიკაცია ახალი სახელით TBC Bankუკვე ხელმისაწვდომია PlayStore-ზე. მისი გადმოწერა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია.

თიბისი ბანკის მობაილბანკით დღეისათვის 60.000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს, საიდანაც 47 % Android აპლიკაციის მომხმარებელია.

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ბმულს: http://bit.ly/1xHL7AS

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100