სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოსო პავლიაშვილი ორცოლიანი ყოფილა - მისი მეუღლეები რუსულ შოუში დააპირისპირეს

სოსო პავლიაშვილი რუსეთში, თავისზე 18 წლის უმცროს ქალთან, ირინასთან ერთად ცხოვრობს, რომლისგანაც 2 ქალიშვილი ყავს, თუმცა მისი ერთადერთი კანონიერი ცოლი ნინო თბილისში მარტოა, რადგან მოსკოვშივე მამის სახლში ცხოვრობს, ნინოსა და სოსოს ვაჟი ლევანიც.

რუსულ შოუში „პუსტ გავარიატ“ სოსოს ოჯახს მთელი გადაცემა მიუძღვნეს.

„90-იან წლებში საქართველოში რთული დრო იყო, როდესაც სოსო მოსკოვში წავიდა ფულის საშოვნელად მეც შემომთავაზა წასვლა, მაგრამ მე აქ დედას ვუვლიდი და წასვლა ვერ მოვახერხე. ცალკე გატარებულმა წლებმა მე და სოსო ერთმანეთისთვის უცხო ადამიანებად გვაქცია. დაშორების მიზეზი სწორედ ეს გახლდათ. თუმცა სოსო ჩემგან კაცურად წავიდა და მატერიალურად დღემდე მეხმარება. არის მომენტები, როდესაც მე სოსო მენატრება, რადგან ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები სოსოსთან ერთად გავატარე“ - განაცხადა ნინომ რუსული შოუსთვის მიცემულ ინტერვიუში.

რაც შეეხება სოსო პავლიაშვილის ახლანდელ, არაოფიციალურ ცოლს ირინას, მან სოსო 16 წლის ასაკში გაიცნო, 4 წლიანი მეგობრობის შემდეგ მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და მართალია არაოფიციალურად მაგრამ მაინც ბედნიერად ცხოვრობენ.

„შტამპი პასპორტში ბედნიერებას არ ნიშნავს. შეიძლება ოფიციალურად დაქორწინებული იყო, მაგრამ ბედნიერებას ვერ გრძნობდე. ასე უფრო მეტადაც მომწონს, რადგან როდესაც ქორწინება დაუკანონებელია წყვილი გამუდმებით მიისწრაფის ერთმანეთისკენ და ერთმანეთის დაკარგვის შიში აქვთ.“ - განაცხადა ანდრეი მალახოვის სტუდიაში სტუმრობისას ირინამ.

ირინას და ნინოს ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ. როდესაც გადაცემის წამყვანმა პირველ ცოლს უხერხული შეკითხვა დაუსვა, რომლის პასუხიც ნინომ დააყოვნა, საუბარში ირინა ჩაერთო. "რა გინდა, საით მიგყავს საუბარი, გინდა შოუსთვის ვიტიროთ?" - უთხრა ირინამ მალახოვს და ნინოს მხარზე მეგობრულად გადაუსვა ხელი.

შოუს მეორე ნაწილში საკუთარ ცოლებს სოსო პავლიაშვილი შეუერთდა, მან ორივე ქალბატონს თეთრი ვარდების თაიგულები მიართვა, ცნობილი რუსული სიმღერა შეასრულა და მხოლოდ ამის შემდეგ ალაპარაკდა. თავიდან სოსომ მალახოვთან ერთად განიხილა მისი უფროსი შვილი ლევანი, რომელიც მან სამხედრო აკადემიაში გაუშვა სასწავლებლად.

"ლევანის გამო ძალიან ვნერვიულობდი, მეშინოდა რომ გზას აცდებოდა, ყველაზე მინიმალური საფრთხე ნარკოტიკები იყო, სწორედ ამიტომ ერთობლივად მივიღეთ მისი სამხედრო აკადემიაში გაგზავნის გადაწყვეტილება. ამისთვის მე მადლობას ვუხდი ნინოს, ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, რადგან შვილი სხვა ქვეყანაში უნდა გაეშვა. დღეს კი ყველანი მოგებული დავრჩით, დღეს ლევანი ძლიერი ადამიანია. მე მინდოდა მას მამაკაცური ხასიათი და ნინოს დიდსულოვნება ჰქონოდა და მგონი ეს გამოვიდა. " - განაცხადა სოსომ.

მოგვიანებით სტუდიას ირინას და სოსოს მშობლებიც შეუერთდნენ. სიდედრ-სიმამარმა სოსო ძალიან დადებითად დაახასიათეს. სოსოს მსობლებთან, ინტერვიუ მალახოვის ჯურნალისტმა სამების ტაძრის ეზოშიც ჩაწერა, სადაც მათ საინტერესო ფაქტი გაახმაურეს.

"ეს თბილისის მთავარი ტაძარია, სამება ქვია, მის მშენებლობაში სოსოც მონაწილეობდა. სულ მაფრთხილებდა, რომ ეს არავისთვის მეთქვა, მაგრამ მე მაინც მინდა გითხრათ, რომ ამ წმინდა ტაძრის აგებაში თავისი წვლილი ჩემმა შვილმაც შეიტანა" - განაცხადა სოსოს მამამ.

გადაცემაში სტუმრად იყვნენ მიწვეულნი სოსოს უმცროსი და და შვილებიც. შოუ სოსომ და ლევანმა სიმღერით დაასრულეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100