სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში თოვლია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, ხოლო მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლს ელოდებიან.

„დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა, ქვეყნის მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100