სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტარიელ კაკაბაძე: ნინო გვენეტაძე იყო უზენაესი სასამართლოს ძალიან ცუდი მოსამართლე, ის მუდმივად არღვევდა მხარეთა უფლებებს და ხშირად წერდა დაუსაბუთებელ განაჩენებს

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან გადადგომას ასე ეხმაურება ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე:

ნინო გვენეტაძის მოღვაწეობასთან დაკავშირებით შემიძლია დაბეჯითებით განვაცხადო შემდეგი: ნინო გვენეტაძე იყო უზენაესი სასამართლოს ძალიან ცუდი მოსამართლე. სასამართლო სხდომების დროს ის მუდმივად არღვევდა მხარეთა უფლებებს და ხშირად წერდა დაუსაბუთებელ განაჩენებს.

მან ასევე სისხლის სამართლის ბევრ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით გააკეთა არასწორი განმარტებები და დაამკვიდრა მანკიერი პრაქტიკა.

შემიძლია კონკრეტული მაგალითებიც მოვიყვანო.

წინა ინსტანციებში გვყავს ბევრი გაცილებით კვალიფიციური, მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი მოსამართლე“- წერს ტარიელ კაკაბაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100