ქვეყანაში 1 678 მედიკოსი გვყავს ინფიცირებული - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში 1 678 მედიკოსია კორონავირუსით ინფიცირებული და ყველა მათგანი მხოლოდ კლინიკაში არ დაინფიცირებულა:
"დღეისთვის ჩვენ გვყავს 1 678 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული, რაც შეადგენს საერთო ინფიცირებულთა 5,2%. აბსოლუტურ რიცხვში, რა თქმა უნდა, გაზრდილია ინფიცირებულთა რიცხვი, მაგრამ შეფარდებითი მაჩვენებელი შემცხირებული. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენი კოლეგები ინფიცირდებიან არა მარტო სამუშაო პირობებში, არამედ ოჯახურ პირობებშიც, რადგან გვაქ ინტენსიური შიდა გავრცელება ქვეყანაში, მაგრამ რა თქმა უნდა ინფექციის კონტროლს სამედიცინო დაწესებულებებში ყურადღება უფრო და უფრო უნდა ექცეოდეს, რათა დავიცვათ სამედიცინო პერსონალი", - განაცხადა ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ.
კომენტარი