სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა სპორტული თამაშებისთვის, მგზავრობისა და ორიგინალურ აქციებში მონაწილეობისთვის. საღამოს შემოქმედებითი იდეები განახორციელეთ.

კურო
ნუ გაართულებთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან. იყავით მეტად დისციპლინირებული. კარგია დიეტის დაცვა.

ტყუპი
მოსალოდნელია შეფერხებები, დაიხმარეთ მეგობრები. ბავშვებისა და საყვარელი ადამიანის ჭირვეულობას მშვიდად შეხვდით.

კირჩხიბი
ზომიერება გმართებთ კვებაშიც და ურთიერთობაშიც. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს.

ლომი
საქმიანი შეხვედრა მეგობრულ გარემოში დანიშნეთ. ნუ დაიწყებთ ახალ პროექტებზე მუშაობას. საღამო ერთგულ მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

ქალწული
კარგი დღე ელით ტექნიკურ და პროგრამულ სფეროში მომუშავეებს. იკონტაქტეთ თანამოაზრეებთან, მეგობრებთან.

სასწორი
ეჭვიანობისა და ფულის გამო ნუ გაართულებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ საქმიანობას.

მორიელი
სიტუაციის, გარემოს შეცვლის დღეა. იყავით მაქსიმალურად თავშეკავებული, ზომიერი. მოერიდეთ მოწუწუნე ადამიანებთან კონტაქტს.

მშვილდოსანი
ენერგიული და კომუნიკაბელური ხართ. მოერიდეთ ზედმეტ აზარტსა და თავგადასავალს. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

თხის რქა
ნუ გაჯიუტდებით, მოუსმინეთ სხვათა განსხვავებულ აზრსაც. მეტად დაეხმარეთ ნათესავებს, ბავშვებს. საღამოს გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

მერწყული
დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ. დაეხმარეთ მეგობრებს კარიერულ წინსვლაში. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან.

თევზები
ზომიერება გმართებთ ყველაფერში. ზოგიერთს მოსაწყენი საქმეების შესრულებაც მოგიწევთ. განსაკუთრებულ მზრუნველობასა და სიყვარულს საჭიროებენ ბავშვები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100