გუბაზ სანიკიძე: "ეროვნული ფორუმი ყველაფერს აწი აპირებს..."
"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, "ეროვნული ფორუმი" "ქართველთა მარშზე" გაჩერებას არ აპირებს და აქტიურობის დაწყებას გეგმავს.
ამის შესახებ სანიკიძემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ "ქართველთა მარშის" მონაწილეებს განუცხადა.
"ის, რომ დღეს 5 ათასი ადამიანი შევიკრიბეთ, დადებითი მოვლენაა, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და მომავალში ასი ათასობით და მილიონობით შევიკრიბებით. "ეროვნულ ფორუმთან" დაკავშირებით ხალხში ბევრი გულისწყრომა არსებობდა. ახლა ვაცხადებთ, რომ "ფორუმი" აწი აპირებს ყველაფერს", - განაცხადა სანიკიძემ და "ქართველთა მარშის" მონაწილეებს ტაძარში შესვლისა და უფლისადმი აღთქმის დადებისკენ მოუწოდა.
"ზოგიერთი ფიცად ჩათვლის, თუმცა ქრისტიანისთვის ფიცი არ შეიძლება, ეს უფლის მიმართ აღთქმა იქნება", - დასძინა მან.
კომენტარი