სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში შვიდმა მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა - ფაქტი შესაძლოა, „ლურჯ ვეშაპს“​ უკავშირდებოდეს

სამართალდამცველებმა თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის შვიდი მოსწავლე გამოკითხეს. 13-14 წლის ასაკის ბავშვების გამოკითხვის მიზეზი მათ სხეულზე აღმოჩენილი ნაკაწრები გახდა.

ირკვევა, რომ ოთხმა გოგონამ და სამმა ბიჭმა თვითდაზიანებები მიიყენა.

შესაძლოა, ბავშვების მიერ თვითდაზიანებების მიყენება ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპს“​ უკავშირდებოდეს.

როგორც ერთ-ერთმა პედაგოგმა საზოგადოებრივს განუცხადა, დაზიანებები ბავშვების ხელებზე სკოლის მანდატურმა შენიშნა. მისივე ინფორმაციით, ბავშვები თამაშში სავარაუდოდ, უფროსკლასელმა ბიჭმა ჩართო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100