ჩიკაგოში ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა აღარ ჩატარდება
აშშ-მ დაადასტურა, რომ ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა არ გაიმართება. - ამის შესახებ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-წარმომადგენელმა განაცხადა. ვიტორია ნულანდის თქმით, გადაწყვეტილება ალიანსმა თავად მიიღო. გასულ კვირას ანდერს ფოგ რასმუსენმა გამოთქვა სურვილი, რომ სამიტის ფარგლებში ავღანეთის საკითხის გამო დაგეგმილ შეხვედრას რუსული მხარეც დასწრებოდა, მაგრამ ამ შეთავაზებაზე სერგეი ლავროვის მხრიდან პასუხი არ მიუღია. რუსეთისა და ნატოს მთავარ შეუთანხმებელ საკითხად ანტისარაკეტო სისტემები რჩება.
„ყოველი სამიტის წინ ალიანსი კონსენსუსის საფუძველზე თავად იღებს მსგავს გადაწყვეტილებებს, ამ შემთხვევაში კი მას ეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ. აქედან გამომდინარე, ჩიკაგოში შეხვედრა არ გაიმართება“, - აღნიშნა ნულანდმა.
კომენტარი