სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყოფილ ჟურნალისტს თქვენი დახმარება სჭირდება

2003 წლის 31 ოქტომბერს სასტუმრო აჭარასთან ფეხით მიმავალი ჟურნალისტი ვასიკო სილაგაძე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა. სილაგაძე 4 თვის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შემდეგ, რვა წლის განმავლობაში მკურნალობის კურსს გადიოდა.

ჟურნალისტს ჩაუტარდა 5 ოპერაცია. მკურნალობის შედეგად 2 წელია რაც ხელჯოხის დახამრებით გადაადგილდება.

ჟურნალისტი ხელჯოხის დახმარებით მოკლე მანძილზე გადაადგილებას ახერხებს და ამ დროსაც ტკივილები აქვს. ექიმების თქმით, სილაგაძეს გადაუდებელი სარებილიტაციო კურსის ჩატარება ესაჭიროება.

ვასილ სილაგაძეს გაჩერებული აქვს მარჯვენა ხელი. ასეევ აწუხებს გაუსაძლისი ტკივილები. იმისთვის, რომ სილაგაძემ სარეაბილიტაციო 21 დღიანი კურსი ჩაიტაროს, მას 7 265 ლარი ესაჭიროება. მკურნალობის კურსს გავლა თბილისში, ნიუ ჰოსპიტალში უნდა მოხდეს. გამომდინარე იქედან, რომ სილაგაძეს არ აქვს მატერიალური საშუალება, ის ვერ ახერხებს მკურნალობას.

ახლა მას თქვენი დახმარების იმედი აქვს. გთხოვთ გულთან ახლოს მიიტანოთ ჟურნალისტ ვასიკო სილაგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაითვალისწინოთ, რომ ეს ადამიანი 9 წელია გაუსაძლისი ტკივილებით ცხოვრობს და მითითებულ ანგარიშის ნომერზე თუნდაც 1 ლარი გადაურიცხოთ. თქვენი თანადგომით ის შეძლებს ამ ტკივილების დამარცხებას.

საბანკო რეკვიზიტები: თი- ბი- სი ბანკი

ანგარიშის ნომერი: 233 651 250 0031

დაინტერესებული პირები დაუკავშირდით ვასილ სილაგაძეს შემდეგ ნომერზე: 574 093 229; 599 190 555

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100