სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოლო 48 საათში საქართველოში კორონავირუსით 838 ადამიანი დაინფიცირდა, 26 კი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 48 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 081 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 261 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 820 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 48 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 838 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 369 886-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3-4 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.63 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.85 ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.40%.

ბოლო 48 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 515 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 355 127-მდე.

ბოლო 48 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 373 პირი ემსხვერპლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100