სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ABT Sportsline-მა Volkswagen Tiguan-ზე მუშაობა დაასრულა

ატელიე ABT Sportsline-ის სპეციალისტებმა წარმოადგინეს ტუნინგ-პაკეტი Volkswagen Tiguan-სთვის. პაკეტი არა მარტო ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესებას გულისხმობს, არამედ ვიზუალური მხარის შეცვლასაც.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ავტომობილმა განსხვავებული ფორმის კორპუსი, ახალი დისკები, ფარები და გაბარიტები მიიღო. სპეციალისტებმა დიდი ყურადღება დაუთმეს ძრავის მონაცემებს, მათ სტანდარტული 2.0 ლიტრიანი ძრავის სიმძლავრე 140-დან 170 ცხენის ძალამდე გაზარდეს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის წარმომადგენლები ავტომობილის ღირებეულებას, ჯერჯერობით, არ აცხადებენ და არც ის არის ცნობილი, თუ როდის გამოჩნდება მსოფლიო ავტობაზრობებზე განახლებული მოდელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100