სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახლობლები, მეათეკლასელი გოგონას თვითმკვლელობის მიზეზზე საუბრობენ

ქუთაისში გარდაცვლილი მეათეკლასელი გოგონას თვითმკვლელობამ დიდი ხმაური და აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში... დრონი.ჯი-მ ამის შესახებ სტატია -ც გამოაქვეყნა.

მართალია თვითმკვლელობის ნამდვილი მიზეზი ოფიციალურად უცნობია, მაგრამ ახლობლები სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ. მათ შორის იმაზეც რომ ოჯახის ერთ-ერთი წევრი გარდაცვლილის დედას ცუდად მოიხსენიებდა, რაც გოგონაზე ნეგატიურად მოქმედებდა.

პ.ს. დრონი.ჯი-ს რედაქცია არ აპირებდა ამ ინფორმაციის გავრცელებას, რადგან ძალიან სენსიტიური თემაა და ბავშვიც 16 წლის არასრულწლოვანი გოგონაა, თუმცა საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ მაინც დაგვეწერა, რადგან ამ ტრაგიკული შემთხვევის მაგალითზე საზოგადეობამ ბევრი რამ უნდა ისწავლოს და ვისწავლოთ ყველამ...

უნდა ვისწავლოთ ის, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ჩვენმა ნათქვამმა ადამიანები, მითუმეტეს ბავშვები. უნდა ვისწავლოთ, რომ ასეთი ურთიერთობის ფორმა სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ჩვენ უნდა ვუთხრათ არა მსგავს შეძახილებს, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას და უნდა დავიცვათ ბავშვები მსგავსი წნეხისგან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100