სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვოლგაზე ჩაძირულ ხომალდზე მყვინთავებმა ცოცხალი მგზავრები ვერ იპოვეს

მდინარე ვოლგაზე, ყაზანთან თბომავალ "ბულგარიას" ჩაძირვიდან რამდენიმე საათი გავიდა, თუმცა, ბორტზე მყოფი დაახლოებით 110 ადამიანის ბედი ჯერაც გაურკვეველია. მაშველები მათ ვერც ცოცხლებს პოულობენ და ვერც გარდაცვლილებს.

"ბულგარიას" ტრაგედიის მიზეზების დადგენა პირადად რუსეთის პრეზიდენტმა დაავალა შესაბამის ორგანოებს და საქმე პირად კონტროლზე აიყვანა. შემთხვევის ადგილას სასწრაფოდ გაგზავნილმა მყვინთავებმა მუშაობს სულ ცოტა ხნის წინ დაასრულეს. მათ "ბულგარიას" ჩაძირული ბორტიც დაათვალიერეს და დაასკვნეს, რომ იქ არც ცოცხლები არიან და არც გარდაცვლილები.

მაშველებმა, საერთო ჯამში, 85 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, თბომავლის ბორტზე კი 182 მგზავრი იმყოფებოდა. თვითმხილველთა თქმით, მათი უმრავლესობა, ვინც სიაშია შეტანილი, ტალღამ მდინარეში გადააგდო. ჯერჯერობით, მხოლოდ ორი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100