ანჯელინა ჯოლიმ შესაძლოა შვილებზე მეურვეობა დაკარგოს
გამოცემა People-მა მოულოდნელი მასალა გაავრცელა - ჰოლივუდის მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ შესაძლოა ბავშვებზე მეურვეობა დაკარგოს. როგორც გამოცემის ჟურნალისტი იუწყება, სანდო წყარომ გაუმხილა, რომ სასამართლო ამ საკითხს უახლოეს მომავალში განიხილავს.
ანჯელინასა და მის ყოფილ მეუღლეს ბრედ პიტს ჯერ კიდევ არ შეუწყვეტიათ ბავშვების მეურვეობაზე დავა. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი მოგვარებული იყო, თუმცა პიტს არ სურს, რომ ჯოლი იყოს მისი შვილების მეურვე.
ჟურნალისტებს სასამართლოს დოკუმენტებიც ჩაუვარდათ ხელთ, სადაც ნათქვამი იყო, რომ მოსამართლემ ჯოლის დააკისრა ვალდებულება, შვილებს ხშირი კონტაქტი შეენარჩუნებინათ მამასთან და ჯანსაღი ურთიერთობა ჰქონოდათ ერთმანეთში. როგორც ჩანს, მსახიობმა არ გაითვალისწინა ეს ვალდებულება და ყოფილი მეუღლე ბავშვებს არც თუ ისე ხშირად ნახულობდა. ახლა მას ევალება, საზაფხულო არდადეგებზე მამასთან მეტი დრო გაატარებინოს ბავშვებს ისე, რომ თავად არ ჩაერიოს მათ ურთიერთობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მეურვეობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სასამართლო.
კომენტარი