GFK-ს ეგზიტპოლის შედეგები
GFK-ს ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 66.7%-ით გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს
მეორე ადგილს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დავით ბაქრაძე იკავებს, რომელსაც 20.2% აქვს, მესამეს კი - 7.5%-ით "დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატი ნინო ბურჯანაძე.
რაც შეეხება "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატს გიორგი თარგამაძეს, მან 1.1%, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა კი 2.1 % მოიპოვა.
ეგზიტპოლის მონაცემების ცდომილება საბოლოო შედეგებთან 2-3%-ია.
GFK-მ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა.
კომენტარი