სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაჩო ახალაიას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს

ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა თავდაცვის ეპიზოდზე დღეს დასრულდება. ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებული ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის ალექსანდრე გორგაძის განცხადებით, ბრალდების მხარემ მათ აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა.

"შემოთავაზებები იყო საპროცესო შეთანხმებაზე, მაგრამ იყო საუბარი აღიარებითი ჩვენების მიცემაზე. უკვე მათ აღარ შესწევთ ძალა, რომ დაამტკიცონ ბრალეულობა. ეს დღევანდელ პროცესზეც გამოჩნდება, როცა დაცვის მხარე იტყვის თავის სიტყვას. ეს ყველაფერი არის კარგად მოგონილი ზღაპარი, რომელიც კარგად ვერ შეთხზეს", - აცხადებს გორგაძე.
დღევანდელი პროცესის შემდეგ გახდება ცნობილი შეიცვლება თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება ახალაიას პატიმრობაში დარჩენის საკითხზე.

ბაჩო ახალაიას ბრალი ედება ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასა და სამსახურებრივი მოვალეობის უფლებამოსილების გადაჭარბებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100