გიორგი ვარდოსანიძე მესამედ დაქორწინდა? - მსახიობი შვილს ელოდება: "თქვენს წინაშეა ჩემი შვილი და მისი გმირი დედა... " (ფოტო)
გიორგი ვარდოსანიძე მამა გახდება. ამ სიახლის შესახებ მსახიობმა თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელის საშუალებით გააგებინა. ვიდეოში ჩანს გოგონა, რომელიც ექოსკოპიის კაბინეტშია, მონიტორზე კი ნაყოფი და ბედნიერი მშობლების შეძახილები. "თქვენს წინაშეა ჩემი შვილი და მისი გმირი დედა... თუ მჯეროდეს. ახტააა, ახტააა... #child #mybaby“ - წერს გიორგი. ამ ემოციური ვიდეოს შემდეგ გადავწყვიტეთ მსახიობისთვის დაგვერეკა და უფრო მეტი გაგვეგო. თუმცა გიორგიმ როგორც კომენტარში გვითხრა ოთხი წელია, რაც მედიასთან საუბრისგან თავს იკავებს და ყველა სიახლეს როგორც საქმიანობის, ისე პირადის შესახებ საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით წერს, რადგან მისი აზრით ეს ნებისმიერ ინფორმაციას მეტ სანდოობას სძენს... გიორგი: - რაც ჩემს "სთორიში" იყო ეგ არის ამბავი, მეტს არაფერს დავამატებ. დრო მოვა და ყველა ყველაფერს გაიგებს. ამ ეტაპზე გადავყწვიტე, რომ არავისთან ვითანამშრომლო, მხოლოდ ჩემი სოციალურ ქსელის საშუალებით გავრცელდება ინფორმაცია. როდესაც გადავწყვეტ მაშინ გაიგებთ ყველაფერს, ოთხი წელია რაც მედიასთან აღარ ვთანაშმროლობ. რაც შეეხება, ვარდოსანიძის საყვარელ ადამიანს ის მარიამ უშვერიძეა. სოციალურ ქსელში უწერია, რომ ურთიერთობაშია გიორგი ვარდოსანიძესთან. წყვილს რამდენიმე საერთო ფოტოც აქვს გამოქვეყნებული, სადაც ერთმანეთს სიყვარულს უხსნიან. "ოფიციალურად ჯერ არ დავქორწინებულვართ, მაგრამ ერთი წელია, ერთად ვცხოვრობთ. ოფიციალურობა ყელშია ამოსული. ეგ უკვე გამოვიარე და მგონია, რომ მთავარი განწყობაა. თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ მეც და ისიც. მეუბნება, რომ როგორც ჩვენ ვგრძნობთ თავს საკუთარ ქალაქში, უკვე ერთი წელია, ისიც ასეა. თავიდან ცოტა რთული იყო, მარტო ვერ ვუშვებდი, იმიტომ რომ გზები არ იცოდა, ნავიგატორით დადიოდა და სადმე რომ წავიდოდა, გიჟს ვგავდი, ხომ არ დაიკარგა-მეთქი. ძალიან კომუნიკაბელურია და ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს. 23 წელი სიდნეიში ცხოვრობდა, მანამდე მოსკოვში. ორმოცის გახდება ახლა, ჩემზე ათი წლით უფროსია. ფანტასტიკური შეგრძნებაა, ორი დედა გყავს, გიფრთხილდებიან და ძალიან მაგარია. ამის შემდეგ გიორგი ვარდოსანიძე ქართული მედიიდან გაქრა. საკუთარი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ კი ინფორმაციას მხოლოდ სოციალური ქსელის საშუალებიტ აქვეყნებდა...
კომენტარი